ავიაციის, კოსმოსური და სამხედრო აღჭურვილობის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის, ამერიკული კონცერნის Boeing Co-ს წმინდა ზარალმა გასულ კვარტალში 1,242 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც კომპანიის მონაცემებით ორჯერ მეტია, ვიდრე ერთი წლის წინ.

განზავებული ზარალი აქციაზე იყო 2,06 დოლარი 0,92დოლარის წინააღმდეგ, კორექტირებულმა ზარალმა აქციაზე მიაღწია 2,75 დოლარს, თუმცა ანალიტიკოსებმა 0,19 დოლარის ზარალი იწინასწარმეტყველეს. Boeing-ის კვარტალური შემოსავალი 8%-ით შემცირდა და 13,991 მილიარდი დოლარი შეადგინა. ანალიტიკოსები 16,13 მილიარდ დოლარს ელოდნენ. ოთხშაბათს წინასწარ ვაჭრობაში Boeing-ის აქციები 3.5%-ით დაეცა.

Boeing-მა თითქმის დაასრულა თავისი 737 MAX თვითმფრინავის დაბრუნება, ნათქვამია კომპანიის ანგარიშში. ანგარიშის თანახმადვე, 737 ოჯახის თვითმფრინავების წარმოების ტემპი აჩქარებას აგრძელებს. მეორე კვარტალში მოსალოდნელია წარმოება 31 თვითმფრინავამდე თვეში.

იმავდროულად Boeing 777-9-ის ახალი მიწოდება სერტიფიცირებისთვის საჭირო დროის გადაჭარბებული შეფასების გამო 2025 წლამდე გადაიდო.

Boeing-ი  კომპანიის ხარჯებს 777-9-ის მიწოდების შეჩერების გამო (მეორე კვარტლიდან მიწოდების განახლებამდე) 1,5 მილიარდ დოლარად აფასებს.

„მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის პირველმა კვარტალმა ახალი გამოწვევები მოუტანა ჩვენს სამყაროს, ინდუსტრიებსა და ბიზნესს, მე ვამაყობ ჩვენი გუნდით და მიღწეული პროგრესით“, – განაცხადა Boeing-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დეივ კალჰუნმა.

როგორც ცნობილია Boeing-ი აწარმოებს სამოქალაქო და სამხედრო საავიაციო აღჭურვილობის ფართო სპექტრს და ანვითარებს კოსმოსურ პროგრამებს. Boeing-ს აქვს ორი ძირითადი განყოფილება – Boeing Commercial Airplanes, რომელიც აშენებს სამოქალაქო თვითმფრინავებს და Integrated Defense Systems, რომელიც ახორციელებს კოსმოსურ და სამხედრო პროგრამებს.