ფრენის ბიზნეს კლასით იაფი ვარიანტი არ არის, მაგრამ ძნელია მასზე უარი თქმა. Bounce-ის ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც იმ ავიაკომპანიებს ასახელებს, რომელთაც საუკეთესო ბიზნეს კლასი აქვთ.

რეიტინგის შემდგენლებმა გაითვალისწინეს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა მგზავრების შთაბეჭდილებები აეროპორტში, ბორტზე არსებული პირობები, მათ შორის საკვები, სასმელი, მომსახურება, გართობა, ბრენდირებული აქსესუარები. შეფასების მაქსიმალური ქულა არის 10.

რეიტინგის სათავეში Singapore Airlines-ი მოექცა 9,57 ქულით იყო, ხოლო შემდეგ მოდიან Qatar Airways-ი (9,29) და Cathay Pacific (9).

Singapore Airlines-ი ფუფუნების სინონიმია მას შემდეგ, რაც ავიაკომპანიის თვითმფრინავები ცაში აფრინდნენ თითქმის 50 წლის წინ, – ნათქვამია კვლევაში.

გარდა იმისა, ავიაკომპანიამ 10 ქულა 10-დან აიღო თავისი სამზარეულოსა და სასმელისთვის, გადამზიდველმა ასევე მიიღო მაღალი შეფასება ბორტზე მომსახურებისა და გართობისთვის.

მაშ ასე TOP- 5 ავიაკომპანიის რეიტინგი საუკეთესო ბიზნეს კლასით ასე გამოიყურება:

1. Singapore Airlines, 9.57,

2. Qatar Airways, 9.29,

3. Cathay Pacific, 9,

4. Turkish Airlines, 8.86,

5. Etihad Airways и Emirates, 8,71.