ბათუმში ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გარკვეული დროის განმავლობაში თვითმფრინავების დაჯდომა ვერ ხერხდებოდა. როგორც AviaNews-ს თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს, ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო ბათუმში დაფრენა ვერ შეძლო Turkish Airlines-მა, რომელიც სტამბოლი-ბათუმის რეისს ასრულებდა. საბოლოოდ ხომალდი ერზრუმის აეროპორტში დაეშვა. ცუდი ხილვადობისა და ნისლის გამო ბათუმში ვერ დაეშვა EL AL-ის თვითმფრინავიც. ავიაკომპანია, რომელიც თელ ავივი-ბათუმის რეისს ასრულებდა, საბოლოოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.

რაც შეეხება სხვა რეისებს, ავიაკომპანია Flynas-ის თვითმფრინავი  ბათუმის ცაზე რამდენიმე წუთის განმავლობაში დაფრინავდა და საბოლოოდ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ამ  წუთებში წარმატებით დაეშვა.