ავიამშენებელი კონცერნი Boeing-ი რუს პარტნიორებთან ურთიერთობას წყვეტს და მოსკოვში ყველა ძირითად ოპერაციას აჩერებს.
აშშ-ს თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანია აღარ გაუწევს ტექნიკურ მხარდაჭერას და შეწყვეტს რუსული თვითმფრინავებისთვის ნაწილების მიწოდებას.
ორშაბათს კომპანიამ დახურა თავისი ოფისი კიევში და შეაჩერა პილოტების სასწავლო ოპერაციები მოსკოვში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ Boeing-ი ორიენტირებულია საკუთარი თანამშრომლობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფაზე.