აშშ-მ რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე დახურა. უცხოური მედიის ინფორმაციით, შესაბამისი NOTAM-ი 2 მარტის ბოლოდან შედის ძალაში.

როგორც აშშ-ს ტრანსპორტის დეპარტამენტის პრესრელიზშია აღნიშნული, აკრძალვა გავრცელდება ყველა საჰაერო ხომალდზე, “მფლობელობაში, სერტიფიცირებულ, ექსპლუატაციაში, რეგისტრირებული, დაქირავებული, იჯარით ან კონტროლირებადი პირების მიერ ან ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებიც არიან რუსეთის მოქალაქეები”.

ასევე, “ეს მოიცავს სამგზავრო და სატვირთო ფრენებს, გეგმიურ და ჩარტერულ ფრენებს, რაც, არსებითად, ნიშნავს აშშ-ს საჰაერო სივრცის დახურვას ყველა კომერციული ავიაკომპანიისთვის და სხვა სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის რუსეთში”.

შეგახსენებთ, რომ ანალოგიური გადაწყვეტილება უკვე მიიღო ევროკავშირმა.