Cvent-ის 2024 წლის ყოველწლიური რეიტინგის მიხედვით, ლონდონი, ბარსელონა და მადრიდი საქმიანი შეხვედრებისთვის საუკეთესო ევროპული ქალაქების სიაში ლიდერობენ. რეიტინგი შედგენილია Cvent Supplier Network პლატფორმის მეშვეობით შესყიდვების მონაცემების საფუძველზე.
დიდი ბრიტანეთის დედაქალაქმა ზედიზედ მესამე წელია პირველი ადგილი დაიკავა. გავიხსენოთ, რომ ლონდონი ამ კატეგორიაში საუკეთესო ევროპული დანიშნულების ადგილი იყო 2019 წელს პანდემიის დაწყებამდეც კი. საერთო ჯამში, Cvent-ის ცნობით, სამივე ევროპული დედაქალაქის პოზიციები წლიდან წლამდე „უცვლელი რჩება“.
ამასობაში, ამსტერდამი რეიტინგში ორი პოზიციით დაწინაურდა და მეოთხე ადგილზე გავიდა, შემდეგ მოდიან ლისაბონი, პარიზი, ბერლინი და რომი. ტოპ ათეულში ასევე შევიდა ორი „ახალი“ ქალაქი: პრაღა (მე-9 ადგილი) და დუბლინი (მე-10 პოზიცია), რომლებმაც ჩაანაცვლეს გერმანიის ქალაქები ფრანკფურტი და მიუნხენი.
ჩრდილოეთ ამერიკაში, ორლანდო, ფლორიდა, საუკეთესო შეხვედრების ადგილად დასახელდა, ლას-ვეგასსა და ჩიკაგოს გაუსწრო. აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში გაიმარჯვა სინგაპურმა, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის (MENA) რეგიონში – დუბაიმ, ხოლო ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქალაქებს შორის – კანკუნმა.












