მასშტაბური რემონტის შემდეგ, მიუნხენის აეროპორტის მეორე ტერმინალში ავიაკომპანია Lufthansa-სპირველი კლასის ლაუნჯი გახსნა.

განახლებული სივრცე მოიცავს ელეგანტურად დაპროექტებულ გასტრონომიულ ზონას à la carte რესტორნით, ბარითა და კერძების live-მომზადებით.

თითქმის 1000 კვ.მ ფართობზე სტუმრებს დახვდებათ განცალკევებული დასასვენებელი ადგილები, გასართობი სივრცე და ცალკე სამუშაო სივრცე პრინტერებითა და ქსეროქსის აპარატურით.

დარბაზი ღიაა ყოველდღე 5:00 საათიდან 22:00 საათამდე. ამასობაში, Lufthansa-ს ახალი პრემიუმ კლასის Allegris პროდუქტი ხელმისაწვდომი იქნება მიუნხენიდან ჩიკაგოს, სან-ფრანცისკოს, სან დიეგოს, შანხაის და ბანგალორის მიმართულებით რეისებზე მთელი ზაფხულის სეზონის განმავლობაში.