ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ის ხელმძღვანელმა, მაიკლ ო’ლირიმ, ფასდაკლებაზე უარის თქმის გამო უკრაინის აეროპორტების მიმართ მუქარა გააჟღერა.
მან აეროპორტებს მნიშვნელოვანი ფასდაკლებების გაწევისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიუჯეტური ავიაკომპანია ომის დასრულების შემდეგ ფრენების დაწყების ამბიციურ გეგმებზე უარს იტყვის.
ო’ლირის თქმით, მნიშვნელოვანი ფასდაკლებების შემთხვევაში, Ryanair მზად იყო ომის დასრულებიდან პირველ წელს უკრაინის მარშრუტებზე 5 მილიონი მგზავრი გადაეყვანა, ხოლო მეორე წელს – 10 მილიონი.
ფასდაკლებების გარეშე, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია უკრაინაში თავისი ტევადობის 5 მილიონიდან 1 მილიონამდე შემცირებით იმუქრება ოპერირების პირველივე წელს.
„ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ… უკრაინის აეროპორტების რეაქციით, რომლებმაც ფაქტობრივად უარი თქვეს ჩვენთან მოლაპარაკებებზე“, – განუცხადა ო’ლირიმ ანალიტიკოსებს ავიაკომპანიის ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის აეროპორტები 2022 წლის 24 თებერვლიდან დაკეტილია.
სახელმწიფო ბიუჯეტის მნიშვნელოვანი დეფიციტის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინა აეროპორტებს დაასუბსიდირებს, რათა ისინი თვითღირებულებაზე დაბალი ტარიფებით მოემსახურონ ავიაკომპანიებს.
ფასდაკლებით ისარგებლოს. გარდა ამისა, აეროპორტებს შეუძლიათ გააუქმონ ომამდე მოქმედი ფასდაკლებები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მათ არ ექნებათ მიმდინარე ოპერაციებისთვის სახსრები.