ბერლინში, შიონფელდის აეროპორტში უსაფრთხოების მიზნით ევაკუაცია გამოცხადდა.
Independent წერს, რომ განგაში მას შემდეგ გამოცხადდა, რაც უსაფრთხოების თანამშრომლებს ეგონათ, რომ ერთ-ერთი მგზავრის ჩემოდანში ხელნაკეთი ბომბი იდო.
მომხდარის გამო აეროპორტის ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული ტერმინალი ერთი საათის განმავლობაში ნაწილობრივ დაკეტილი იყო. გამნაღმველებმა ჩემოდანი შეამოწმეს და შიგნით ბომბის ნაცვლად ვიბრატორი აღმოაჩინეს.
როგორც ვიბრატორის მფლობელმა ენნ სამერსმა თქვა, ნივთი მან და მისმა მეგობარმა გოგომ ორი კვირის წინ გამოიწერეს.
tabula.ge