მიმდინარე წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან, რუმინული ავიაკომპანია “TAROM” საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს. ბუქარესტითბილისიბუქარესტის საჰაერო ხაზზე ავიარეისები 2018 წლის 28 ოქტომბრიდან 2019 წლის 30 მარტამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ  ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება. ფრენები ამ მიმართულებით Airbus A318-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია “TAROM“- რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2018 წლის 7 აგვისტოს მიენიჭა.

ბუქარესტითბილისიბუქარესტი ახალი მიმართულებაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის. აქამდე რუმინეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა არ სრულდებოდა.

ავიაკომპანია “TAROM” 1954 წელს დაარსდა. 2010 წელს, რუმინეთის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ავიაგადამზიდველი “SkyTeam“-ის ალიანსის წევრი გახდა. ავიაკომპანია ამჟამად ორმოცდაათამდე რეგულარულ და ჩარტერულ მიმართულებას სთავაზობს მგზავრებს.