ბათუმის მერია M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (მიკროავტობუსების) ტექნიკურ დათვალიერებას იწყებს, რომლის მიზანი ტექნიკურად გამართული მიკროავტობუსების შერჩევაა, რაც მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაყვანას უზრუნველყოფს. კონკურში განაცხადი ექვსმა კომპანიამ შემოიტანა.

შემოწმების პროცესი გოგოლის ქ. #1-ში, 10-დან 17 აგვისტოს ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება.

მიკროავტობუსების დათვალიერების დასრულების შემდეგ კომისიის დასკვნა საკრებულოს წარედგინება გამარჯვებულზე ნებართვის გაცემის მიზნით.

კონკურსგავლილი მიკროავტობუსები ქალაქის ტერიტორიაზე პირველი სექტემბრიდან იმოძრავებს.