BBC Travel-ი წყალტუბოს ვრცელ სტატიას უძღვნის. სტატიის ავტორი ტეილორ ვიდმანი იმ ცვლილებებზე წერს, რომლებიც კურორტმა საბჭოთა კავშირის პერიოდიდან დღემდე განიცადა.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ წყალტუბო საბჭოთა პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე ელიტარულ კურორტად მიიჩნეოდა, თუმცა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ კურორტი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. რეაბილიტირებულ წყალტუბოს სტატიის ავტორი დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს, ამის არგუმენტად კი 2015-დან 2018 წლამდე წყალტუბოში ვიზიტორების გაორმაგებულ რაოდენობას ასახელებს.