ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში, საქართველოს აეროპორტებში საჰაერო ხომალდების აფრენა-დაფრენის რაოდენობა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 13%-ით შემცირდა, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას უკავშირდება. აღსანიშნავია შიდა ფრენების რაოდენობის მატება, რომელიც EUROCONTROL-ის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.6%-ით გაიზარდა.