გაფართოებული ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2021 წელს 2019 წელს არსებული მგზავრთნაკადის 65%-ის დაბრუნებას აანონსებს. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 2021 წლის რვა თვიან ჭრილში მგზავრების 75%-ი დაიბრუნა. როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე (3 თვეში – ივნისი, ივლისი, აგვისტო) აეროპორტმა შეძლო და 2019 წლის ანალოგიურ პერიოდის მგზავრთნაკადის 90% დაიბრუნა.
„ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2021 ზაფხულში (ივნისი, ივლისი, აგვისტო) ჯამში 276,597 მგზავრს მოემსახურა, მაშინ როცა 2019 წელს ეს მაჩვენებელი 308,335 მგზავრს შეადგენდა”, განმარტავენ TAV Georgia-ში .