ზაფხულის ტურისტულ სეზონზე საქართველოს აეროპორტებში ყველაზე მეტი რეისი თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა განახორციელა, რაც თავის მხრივ ბუნერივიცაა, რადგაც საქართველოსთვის სტამბოლის ორივე აეროპორტი ერთ-ერთი მთავარი ტრანზიტული ჰაბია, საიდანაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და პირიქით, ნებისმიერი წერტილიდან საქართველოში მოხვედრა საკმაოდ მარტივია.  ზოგჯერ უფრო იაფიც კი, ვიდრე სხვა ტრანზიტული თუ პირდაპირი მიმართულება.

როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს, ივნისში, ივლისსა და აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული რეისებით TOP-5 ავიაკომპანიაში მოხვდნენ შემდეგი კომპანიები:

1)      Turkish Airlines – 317 რეისი;

2)      Georgian Airways – 294 რეისი;

3)      Fly Dubai – 225 რეისი;

4)      Pegasus Airlines – 210 რეისი;

5)      Belavia – 141 რეისი;

რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, ივლისი, ივლისი, აგვისტოს პერიოდში ყველაზე მეტი ფრენა ბელორუსულმა ავიაგადამიზადვმა Belavia-მ და უკრაინულმა SkyUp Airlines-მა განახორციელეს.

TAV Georgia-ს სტატისტიკური მაჩვენებლებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში (ივნისი, ივლისი, აგვისტო) ყველაზე მეტი რეისი შემდეგმა ხუთმა ავიაკომპანიამ განახორციელა:

1)      Belavia -213 რეისი;

2)      SkyUp Airlines – 199 რეისი;

3)      Flynas – 112 რეისი;

4)      Yanair – 94 რეისი;

5)      ISRAIR – 83 რეისი;