2021 წლის ბოლომდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტი პანდემიამდე არსებული მგზავრთნაკადის დაახლოებით 40%-ის დაბრუნებას პროგნოზირებს. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 2021 წლის იანვარ-აგვისტოში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის 35%-ი უკვე დაიბრუნა.

როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს, ზაფხულში (3 თვეში – ივნისი, ივლისი, აგვისტო) აეროპორტმა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის 55%-ი დაიბრუნა.

ცნობისათვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2021 ზაფხულში (ივნისი, ივლისი, აგვისტო) ჯამში 640,333 მგზავრს მოემსახურა, მაშინ როცა 2019 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 1 მლნ 166 ათას 681 მგზავრს შეადგენდა.