პარიზში გამართულ „Skytrax World Airport Awards 2022“-ზე, TAV Georgia-ს მართვაში არსებული ორივე აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტებად დაასახელეს. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი პირველად, ხოლო თბილისის ზედიზედ მეცხრედ მოხვდა აღნიშნულ კატეგორიაში.
მგზავრთა გამოკითხვის შედეგად – ბუდაპეშტის, ტალინის, ბუქარესტის, რიგის, თბილისის, ბათუმის, კიევის (ბორისპოლი), ბელგრადის, ბრატისლავასა და ზაგრების საერთაშორისო აეროპორტები – 2022 წლის აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტად დასახელდნენ – https://www.worldairportawards.com/best-airports-2022-by…/
🏆Skytrax გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1999 წლიდან მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს. World Airport Awards“-ი მსოფლიოს 106 სხვადასხვა ეროვნების, 13 მილიონზე მეტი მგზავრის მიერ 550 აეროპორტის შეფასებას ეფუძნება. გამოკითხვის ფარგლებში მგზავრები აეროპორტის სერვისს აფასებენ.