დუბაიში შესაძლოა აშენონ გრანდიოზული კურორტი დედამიწის თანამგზავრის სახით – პროექტის რენდერები კანადურმა კომპანიამ MOON World Resorts-მა გამოაქვეყნა. წარმოდგენილი კონცერტის თანახმად, “მთვარის” ობიექტი დაიდგმება გაყინული Dubai Pearl-ის ადგილზე, კუნძულ The Palm Jumeirah-ის შესასვლელთან. იდეის განხორციელებას 5 მილიარდი დოლარი დასჭირდება.
“Dubai Pearl -ის ტერიტორია იდეალური ლოკაციაა ფუტურისტული მთვარის ფორმის სასტუმროს ასაშენებლად”, – განაცხადა MOON World Resorts Inc-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ რ. ჰენდერსონმა.

კომპლექსის ადგილზე იგეგმება მთვარის კოლონიის განთავსებას, მთვარის ზედაპირის იმიტაციას და სხვა პროექტები, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდის დედამიწის თანამგზავრზე “მოგზაურობას”.

სასტუმრო კარს გააღებს თავისუფალი ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე, რომელსაც მართავს ოპერატორი Tecom Group, რომელიც ამჟამად საფონდო ბირჟაზე (IPO) გასასვლელად ემზადება. დუბაის მიწის დეპარტამენტის ქონების მარეგულირებელი ორგანო ამჟამად აწარმოებს მოლაპარაკებებს მთავარ დეველოპერთან Dubai Pearl-თან პროექტის განახლების მიზნით.

შეგახსენებთ, რომ ცათამბჯენ Dubai Pearl-ის პროექტი 2002 წელს Omnix Group-მა წარმოადგინა, მისი ღირებულება 820 მილიონი დოლარი იყო. თუმცა პროექტის მიმდინარეობის ნელი ტემპის გამო ის გადაეცა აბუ დაბის ოჯახის ჯგუფს, რომელმაც 2007 წელს უფრო ამბიციური ვერსია წარუდგინა. ვარაუდობდნენ, რომ კურორტი გააერთიანებდა რამდენიმე სასტუმროს, მათ შორის MGM ბრენდის ქვეშ, ძვირადღირებულ აპარტამენტებს და ოპერის თეატრსაც კი. მაგრამ ფინანსური კრიზისის გამო, აბუ დაბის დეველოპერმა ვერ შეძლო პროექტის დასრულება, ინვესტორის სახსრების უმეტესი ნაწილი დახარჯა მარკეტინგზე, იტყობინება Bloomberg.