კომპანია Boeing-მა 10-ზე მეტ ბანკთან მიაღწია შეთანხმებას 12 მლრდ დოლარის კრედიტის გამოყოფაზე. აღნიშნული თანხა გამოყენებული იქნება მწარმოებლის ფინანსური მოქნილობის გასაძლიერებლად, რაც თავის მხრივ 737 MAX-ის ტიპის თვითმფრინავების გაჩერებამ და ფრენების შეწყვეტამ გამოიწვია.
დაფინანსება გაცემული იქნება სესხის სახით, გაცემის ცვლადი თარიღითა და ორწლიანი დაფარვის ვადით, იტყობინება სანდო წყაროზე დაყრდნობით Financial Times-ი.
როგორც ცნობილია, გასულ კვირაში Boeing-მა 10 მლრდ დოლარის მოცულობის სესხის აღების სურვილის შესახებ გააჟღერა. როგორც ირკვევა ბანკები: Bank of America, Citigroup, JP Morgan Chase, Wells Fargo, Morgan Stanley და სხვები მზად არიან ამერიკულ კორპორაციას ფინანსურად დაეხმარონ.შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველი კვარტლიდან მთელს მსოფლიოში Boeing 737 MAX-ის ფრენები აიკრძალა. Boeing 737 MAX-ის ორი უმსხვილესი ავიაკატასტროფის შემდეგ 346 ადამიანი დაიღუპა. როგორც ცნობილია, კრიზისის ფონზე Boeing-მა 737 MAX-ის წარმოებაც შეაჩერა.