ევროპის ავიაბაზარზე მიმართულებების მხრივ ყველაზე სწარაფად მზარდ ავიაკომპანიად Ryanair-ი მიიჩნევა. როგორც ყოველთვიური გამოცემა The Anker Report-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2019 წელს 2018 წელთან შედარებით, Ryanair-ი ოპერირებას 417 ახალ მიმართულებაზე ახდენდა. რეიტინგში მეორე ადგილზეა Air France 192 ახალი მიმართულებით, ხოლო მესამეზე – WIzz Air-ი 121 ახალი მიმართულებით. 

ევროპაში ყველაზე მზარდი ავიამართულებების მხრივ TOP-5-ში მოხვდა ასევე ავიაკომპანია Turkish Airlines-ი (116 ახალი მიმართულება) და Corendon Airlines-ი (106 ახალი მიმართულებით).