ლოუკოსტერი ავიაკომპანიების პოპულარობა განუხრელად იზრდება. IATA-ს მონაცემებით, გლობალურ ბაზარზე მათი საბაზრო წილი 30%-ია, რაც 2-ჯერ მეტია 15 წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით.

GIVT-ის მონაცემებით, დაბალი ფასებისა და მიმზიდველი მარშრუტების წყალობით ლოუკოსტერი ავიაკომპანიები ტრადიციულ ავიაკომპანიებზე თითქმის 2-ჯერ სწრაფად იზრდებიან.
ამ კომფორტის მიუხედავად მგზავრები ხშირად არიან ფრენების გადადების ან გაუქმების საფრთხის წინაშე. ხშირად მგზავრთა უმრავლესობამ არც კი იცის, რომ ამის გამო მათ 600 ევროს კომპენსაცია ეკუთვნით. GIVT-ი მაქსიმალურად ცდილობს საზოგადოებაში კომპენსაციებთან დაკავშირებით ცნობიერება აამაღლოს 
Skytrax-ის რეიტინგის მიხედვით საუკეთესო ავიაკომპანიების რეიტინგში წამყვანი პოზიციები უკავია AirAsia, EasyJet და Norwegian-ს.
პოლონეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის მონაცემებით, პოლონეთში წამყვანი ავიაკომპანია Ryanair-ია, 2019 წლის პირველ ნახევარში მასზე მოდიოდა ლოუკოსტერების მიერ გადაყვანილი მგზავრების 51,4%, მთლიანად ავიაკომპანიების მიერ გადაყვანილი მგზავრების 28,4%. მეორე ადგილზეა პოლონური ლოუკოსტერი LOT (Polish Airlines), მესამეზე კი WizzAir-ი.
მიუხედავად იმისა, რომ Ryanair-ი ყველაზე პოპულარული ლოუკოსტერია, მის მიმართ ყველაზე მეტი საჩივარია მგზავრების მხრიდან.
GIVT-ში მიიჩნევენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა ავიაკომპანიის ტიპს, მთავარია, რომ ყველა კომპანიამ გაითვალისწინოს მგზავრთა უფლებები.