უახლოესი 2 წლის განმავლობაში ბელარუსს საავიაციო პოლიცია ეყოლება. აღნიშნულის შესახებ განცხადება, ქვეყნის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრმა ალექსეი ავრამენკომ გააკეთა. 

მინისტრის თქმით, პოლიციის შექმნის იდეას მხარი უკვე დაუჭირა ქვეყნის მეთაურმა და მისი მხრიდან შესაბამის განკარგულებას ხელი 2019 წლის სექტემბერში უკვე მოეწერა. 
“დღეს ჩვენ ეს დავალება უნდა შევასრულოთ და ის დავაკომპლექტოთ მაღალკვალიფიციური კადრებით, რომლებიც პირნათლად შეასრულებენ მათ მოვალეობას. ეს უსაფრთხოების საკითხია, ხოლო უსაფრთხოება ავიაციაში უპირველესია”,- განაცხადა მინისტრმა.