ბანგკოკის სუვარნაბჰუმის აეროპორტში უცხოელი ტურისტებისთვის სასაზღვრო კონტროლის ავტომატური სისტემა უკვე ხელმისაწვდომია. ინოვაცია ქვეყნიდან გასვლას ეხება, იუწყება ThailandTV. როგორც აღინიშნა, მანამდე 16 ავტომატური რეგისტრაციის სისტემა მოქმედებდა, მხოლოდ ტაილანდის მოქალაქეებისთვის.

ავტომატური სისტემა მუშაობს 20 წამში, ანუ ამ დროის განმავლობაში ის ამოწმებს ინფორმაციას, პასპორტის მონაცემებს, ახდენს სახის ამოცნობას და ასევე მოგზაურის თითის ანაბეჭდების სკანირებას.

იმავდროუკად ატარევს შემოწმება სავიზო რეჟიმის დაცვასა და სისხლის სამართლის საქმეებზე გაცემული დაკავების ორდერებზე.

ვარაუდობენ, რომ გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობის გაზრდა შეამცირებს რიგებს გამსვლელ მგზავრებს შორის პიკის საათებში.

ამჟამად სუვარნაბჰუმის აეროპორტი დღეში 50-60 ათას ადამიანს ემსახურება.