გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ გადაწყვიტა Boeing 737-ის საშუალო დისტანციური თვითმფრინავით ფრენები განაახლოს, რომლის შექმნაშიც დიდი წვლილი მიუძღვის. თავის დროზე გერმანელებისა და ამერიკელების ამ თანამშრომლობამ გამოიწვია ყველაზე პოპულარული ამერიკული სამგზავრო თვითმფრინავის გაჩენა.

1967 წელს Lufthansa-მ და Boeing-მა გამოუშვეს 737-100, პატარა 100 ადგილიანი თვითმფრინავი. 1995 წლამდე გერმანულმა ავიაკომპანიამ მიიღო სხვადასხვა მოდელის 146 ერთეული Boeing 737. ავიაკომპანია ამ თვითმფრინავებს 2016 წლამდე ოპერირებდა, ვიდრე ის საშუალო დისტანციური Boeing-ის კონკურენტი ევროპული წარმოების Airbus A320 მოდელით ჩაანაცვლა.

ავიაკომპანიასა და Boeing-ს შორის გამოცხადებული გარიგების თანახმად, Lufthansa Group-ის ფლოტი 100-მდე 737-8 MAX თვითმფრინავით შეივსება. გარიგება მოიცავს 40 თვითმფრინავის მტკიცე შეკვეთას და დამატებით 60 თვითმფრინავის ოფციებს (შეძენის უფლებას).

პირველ თვითმფრინავს გერმანელები 2027 წლის მე-3 კვარტალში მიიღებენ, ბოლო კი 2032 წელს. მიუხედავად იმისა, რომ Boeing 737-8 MAX-ს აქვს მაქსიმალური ტევადობა 189 მგზავრზე, Lufthansa მიუთითებს, რომ ის მიიღებს თვითმფრინავს 190 ადგილით.

ვინაიდან Lufthansa-ს და მისი შვილობილი შვეიცარიის ავიაკომპანიის განვითარების ფლოტი უკვე ჩამოყალიბებულია, Boeing 737-8 MAX ხელმისაწვდომი იქნება ჯგუფის სხვა ავიაკომპანიებისთვისაც.

Lufthansa Group-ში შედის თავად Lufthansa, ასევე Swiss, Austrian Airlines, Brussels Airlines, Eurowings და Discover Airlines. ჯგუფის ყველა ავიაკომპანიის საშუალო მანძილის ფლოტის საფუძველია Airbus A320 ოჯახის სხვადასხვა მოდიფიკაციის თვითმფრინავები.