ბანგკოკის აეროპორტში ორი ინდოელი ქალი დააკავეს, რომელთაც უკანონოდ, ჩემოდნით 109 ეგზოტიკური ცხოველი გადაჰყავდა. როგორც CNN Travel-ი ტაილანდის ეროვნული პარკების, ველური ბუნებისა და მცენარეების დაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით იტყობინება, ჩემოდნებში იყო: 2 თეთრი გოჭის, 2 ჯავშნოსანი, 35 კუ, 50 ხვლიკი და 20 გველი.
მებაჟეებმა აღნიშნული ცხოველები და ქვეწარმავლები რენტგენოლოგიური შემოწმების დროს აღმოაჩინეს.