Aviasales.kz-ის ანალიტიკოსებმა ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, რომ სტამბოლი ყაზახეთის საზაფხულო არდადეგების მთავარ მიმართულებად იქცა. როგორც ირკვევა, ყაზახეთიდან სტამბოლის მიმართულებით ინტერესი 17%-ითაა გაზრდილი.

რაც შეეხება საქართველოს დედაქალქს, ყაზახეთიდან თბილისის მიმართულებით მოთხოვნა გაზრდილია 13%-ით.

ირკვევა, რომ პანდემიამდელ მაჩვენებლებთან შედარებით, ყაზახ მოგზაურებში წელსაც დაბალი მოთხოვნა ფიქსირდება ვროპულ მიმართულებებზე.