Bangkok Airways-მა ჩასხდომამდე მგზავრების აწონა დაიწყო. ავიაკომპანია აღნიშნულ რეგულაციას 31 ოქტომბრამდე აწესებს და მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის გარანტიას იძლევა.
ავიაკომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მგზავრების აწონა შეესაბამება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტულ ზომებს და მიზნად ისახავს დაეხმაროს კომპანიას საჰაერო მგზავრობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აფრენის წონის გამოთვლაში.
მაგრამ ბევრისთვის ავიაკომპანიის აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც კონფიდენციალურობის ხელყოფა.
აწონა განხორციელდება ჩასხდომამდე. Bangkok Airways-მა აღნიშნა, რომ მგზავრებისგან თანამშრომლობას და გაგებას მოელის.
სხვათა შორის, მსგავსი პრაქტიკა უკვე დანერგეს Korean Air-მა და Air New Zealand-მა.