იტალიელმა არქიტექტორმა სტეფანო ბოერიმ უტრეხტისთვის “ვერტიკალური ტყის” პროექტი შეიმუშავა. უცხოური მედიის ინფორმაციით, მომავალ წელს ქალაქში “მწვანე” შენობა გამოჩნდება.
Wonderwoods განთავსდება Croeselaan-სა და Jaarbeursboulevard-ს შორის. ეს იქნება 105 და 70 მეტრის სიმაღლის ორი კოშკი, სადაც განთავსდება ბინები და ოფისები. „მწვანე“ შენობაზე 300 ხე და 10000-მდე მცენარე დაირგვება.
არქიტექტორების ვარაუდით, ეს ურბანული ეკოსისტემა შეძლებს ყოველწლიურად დაახლოებით 41 ტონა ჟანგბადის გამომუშავებას, ხოლო CO2-ის შთანთქმას და მტვრის წვრილი ნაწილაკების შეკავებას. გარდა ამისა, მცენარეები ამცირებენ ხმაურის დაბინძურებას და დააბალანსებენ შიდა ტემპერატურას.
Wonderwoods არ არის პირველი “ვერტიკალური ტყე” ნიდერლანდებში. ადრე მსგავსი პროექტი – Trudo – ეინდჰოვენში განხორციელდა. ზოგადად, ბოერის “მწვანე” შენობები მთელ მსოფლიოშია: იტალიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, კაიროში და სხვა ქვეყნებში.სტეფანო ბოერიმ შეიმუშავა “ვერტიკალური ტყის” პროექტი მომავალ წელს ქალაქში “მწვანე” შენობა გამოჩნდება.
Wonderwoods განთავსდება Croeselaan-სა და Jaarbeursboulevard-ს შორის. ეს იქნება 105 და 70 მეტრის სიმაღლის ორი კოშკი, სადაც განთავსდება ბინები და ოფისები. „მწვანეს“ ტიტული უფრო მაღალ შენობას მიიღებს – მასზე 300 ხე და 10000-მდე მცენარე დაირგვება.
არქიტექტორების ვარაუდით, ეს ურბანული ეკოსისტემა შეძლებს ყოველწლიურად დაახლოებით 41 ტონა ჟანგბადის გამომუშავებას, ხოლო CO2-ის შთანთქმას და მტვრის წვრილი ნაწილაკების შეკავებას. გარდა ამისა, მცენარეები ამცირებენ ხმაურის და დააბალანსებენ შიდა ტემპერატურას.
Wonderwoods არ არის პირველი “ვერტიკალური ტყე” ნიდერლანდებში. ადრე მსგავსი პროექტი – Trudo – ეინდჰოვენში განხორციელდა. ზოგადად, ბოერის “მწვანე” შენობები მთელ მსოფლიოშია: იტალიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, კაიროში და სხვა ქვეყნებში.