AviaNews – აზერბაიჯანი დაინტერესებულია უკრაინული წარმოების 10 ერთეული თვითმფრინავი Ан-178 იყიდოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკრაინული კომპანია Antonov-ის პრეზიდენტმა ალექსანდერ დონეცმა გაასაჯაროვა. როგორც ირკვევა სატვირთო თვითმფრინავების შეძენით აზერბაიჯანული კარგო კომპანია Silk Way-ა დაინტერესებული.
Antonov-ის ხელმძღვანელის განმარტებით საუბარია ახალი თაობის თვითმფრინავებზე, რომელსაც უკრაინელი მწარმოებელი Boeing Aviall-ის კომპლექტაციით ააწყობს.