AviaNews – უკრაინულმა ავიაკომპანია Ukraine International Airlines-მა (FlyUIA) შემოდგომა-ზამთრის სეზონზე კიევიდან თბილისის მიმართულებით შესაძლოა სიხშირეები უმნიშვნელოდ შეამციროს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავიაკომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელმაც შემოდგომის სანავიგაციო განრიგის ფორმირება ფაქტობრივად უკვე დაასრულა და რიგ მიმართულებებზე სიხშირეების შემცირების, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში – ზრდის გადაწვეტილება მიიღო.

აღსანიშნავია, რომ FlyUIA მიმდინარე ზაფხულის სანავიგაციო განრიგის პერიოდში კიევი-თბილისის მიმართულებით კვირაში 14 სიხშირით დაფრინავს.