საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ავსტრიიდან ინფლუენსერებსა და ჟურნალისტებს უმასპინძლა. პრესტურის ფარგლებში საქართველოს პოპულარული სათხილამურო გამოცემის downdays.eu ჟურნალისტი კრისტიან შტადლერი, ცნობილი მოთხილამურე და ინფლუენსერი ტაო კრაიბიხი, ასევე ფოტოგრაფები, ვიდეოგრაფები და ინფლუენსერები:  კლემენს ბართლი,  გაბრიელ კოშიერი და სტი გორენგი ეწვივნენ. ტურის ფარგლებში ინფლუენსერებმა სვანეთში იმოგზაურეს, გაეცნენ სათხილამურო ტურისტულ ინფრასტრუქტურას, მოიარეს მესტია და უშგული. ინფლუენსერები თეთნულდიდან და უშბიდან თხილამურებით დაეშვნენ.

ტურის ფარგლებში სვანეთის სამთო-სათხილამურო კურორტების შესახებ სოციალურ ქსელებში ვიდეორგოლები, სიუჟეტები, პოსტები, სთორები, ხოლო გამოცემისთვის downdays.eu სტატია მომზადდება.