მსოფლიო საავიაციო ინდუსტრია ნავთის მზარდი დეფიციტის წინაშე დგას, თუმცა ეკოლოგიურად სუფთა საავიაციო საწვავი (SAF) ჯერჯერობით მასობრივ ალტერნატივად ვერ იქცა. SAF მცენარეული ზეთებისგან, ცხიმოვანი ნარჩენებისა და სხვა ბიომასალებისგან იწარმოება, მაგრამ მისი წილი საწვავის გლობალურ მოხმარებაში კვლავ 0,1%-ზე დაბალია. ამ სფეროში უმსხვილეს მწარმოებლებს ისეთი კომპანიები წარმოადგენენ, როგორიცაა Neste, Valero, Eni და TotalEnergies.
მიუხედავად ევროკავშირისა და საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) გეგმებისა, რომლის თანახმადაც SAF-ის წილი 2030 წლისთვის 6%-მდე, ხოლო 2050 წლისთვის 70–90%-მდე უნდა გაიზარდოს, დარგის განვითარებას რამდენიმე ფაქტორი აფერხებს. მათ შორისაა წარმოების მაღალი ღირებულება, შეზღუდული მოცულობები და არასაკმარისი ინფრასტრუქტურა.
დღეისათვის SAF მხოლოდ ჩვეულებრივ ნავთთან ნაზავის სახით გამოიყენება (მაქსიმუმ 50%-იანი შემადგენლობით). მისი წარმოება ტრადიციულ საწვავზე დაახლოებით 2,8-ჯერ ძვირი ჯდება. მართალია, მასშტაბების გაზრდამ შესაძლოა ფასი შეამციროს, თუმცა ტექნოლოგიები და სერტიფიცირების პროცესები ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა. შესაბამისად, ნავთზე მზარდი დეფიციტის ფონზე, ეკოლოგიურ ალტერნატივებზე გადასვლა შეზღუდულია და მოსალოდნელზე ნელა მიმდინარეობს.












