ავიასანქციების ამოქმედებამდე, საქართველო-რუსეთს შორის ბოლო ავიარეისს რუსული ავიაკომპანია Aeroflot-ი განახორციელებს. თბილისი-მოსკოვის მიმართულებაზე Aeroflot-ი ავიარეისს, 7 ივლისს საქართველოს დროით 03:05 საათზე შეასრულებს.
ხოლო, რაც შეეხება რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენას, აღნიშნულ, ბოლო, მოფრენას განახორციელებს ავიაკომპანია Georgian Airways-ი. ავიაკომპანია სანქტ-პეტერბურგიდან თბილისის მიმართულებით, ფრენას, საქართველოს დროით 02:30 საათზე დაასრულებს.
თუმცა გასათვალისწიენებლია ისიც, რომ ავიაკომპანიების მხრიდან ფრენის განრიგების დროების დაკორექტირება გრძელდება და გამორიცხული არ არის, რომ არსებული მონაცემები შეიცვალოს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ დაწესებული ავიასანქციები ძალაში 8 ივლისის 00:00 საათიდან შედის.