რუსეთ-საქართველოს შორს ავიარეისების შეწყვეტამ რუსეთის ავიაციას 3 მლრდ რუბლის ზარალი მიაყენა. ასეთ შეფასებას ფაქტს რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი აძლევს. როგორც ევგენი დიტრიხი განმარტავს, ზარალი – 3 მლრდ რუბლი აერთიანებს პირდაპირ ზარალს და ასევე მისაღები მოგების ნაწილს.

ზარალის საბოლოო მაჩვენებლებს ავიაკომპანიები სამინისტროში, რამდენიმე დღეში წარადგენენ. ავიაკომპანიები ბილეთის საფასურის დაბრუნებით, ან სხვა მიმართულებაზე გადაცვლით არიან დაკავებულნი და შესაძლო ზარალის შესახებ მონაცემები საბოლოოდ არ შეუჯერებიათ.