ბრიტანეთი ფრენამდე ბარგთან ერთად მგზავრის აწონვის საკითხსაც განიხილავს. ასეთი მეთოდი ავიაგადამზიდავის ხარჯებისა და ნახშირორჟანგის ემისიების შემცირებას შეუწყობს ხელს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Lonely Planet-ი ავრცელებს.
ბრიტანული ტექნოლოგიების სტარტაპ-კომპანია Fuel Matrix-მა დიდი ბრიტანეთის აეროპორტებთან რეისის განხორციელებამდე მგზავრების აწონვის პრაქტიკის დასანერგად მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
კომპანიის გენერალური დირექტორის როია ფუსკონეს განმარტებით, „საჰაერო გადაზიდვების ღირებულება თითოეულ საგანთან ერთად იზრდება, რაც ადამიანს ბორტზე ააქვს. რაც უფრო მძიმეა საჰაერო ხომალდი ფრენისათვის, უფრო მეტი საწვავია საჭირო.
ავიაკომპანიებმა წინასწარ უნდა გაითვალისწინონ, თუ რა მოცულობით ტვირთს გადაზიდავენ, რათა საავიაციო ნავთის ხარჯი გათვალონ. ეს შეეხება როგორც ტვირთს, ასევე მგზავრის წონას“.
ბევრი ავიაგადამზიდავი 2009 წლიდან ევროპული საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს დატვირთულობის კოეფიციენტს იყენებს: 88 კგ. – კაცებზე, 70 კგ. – ქალებზე, ხოლო 35 კგ. – ბავშვებზე.
რეალურად ეს მაჩვენებლები უფრო მაღალია, ვიდრე სინამდვილეში.
„თუ კი ავიაკომპანიას ეცოდინება, რომ მას მცირე ტვირთის გადატანა უწევს, ის თავს უფლებას მისცემს გამოიყენოს მცირე საწვავი“, – დარწმუნებულია ექსპერტი.
Fuel Matrix-მა უკვე დააპატენტა ტექნოლოგია, რომელიც აღნიშნული გეგმის განხორციელებისთვისაა აუცილებელი.