სტამბოლის ახალმა აეროპორტმა 320 ლირას ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმა დააწესა პირებზე, რომლებიც მგზავრებს თავს აბეზრებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Milliyet-ი ავრცელებს.

აეროპორტმა „სტამბოლმა“ ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ რიგი ღონისძიებები გაატარა, რომლებიც აეროპორტის მიმდებარედ არალეგალურ „ბიზნესს“ ზღუდავს. აეროპორტის ადმინისტრაციის განმარტებით, ასეთი ადამიანები ადმინისტრაციულ სასჯელს უნდა მიეჩვინონ.

აეროპორტის ადმინისტრაციის განმარტებით, ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომლესაც აეროპორტის ტერიტორიაზე საკუთარი სერვისების გაყიდვა სურთ, კლიენტებს საკუთარ ოფისებში უნდა მოემსახურონ.

როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშული, ყველა ტურისტული სააგენტო, ავტომობილების გაქირავების კომპანიები და სხვა ვალდებულნი არიან მგზავრებისთვის სერვისების მიწოდება საკუთარი ოფისებიდან განახორციელონ, რადა აეროპორტის შესასვლელ-გამოსასვლელიდან, ან დერეფნიდან.

აღნიშნული წესების დამრღვევ პირებზე კი 320 ლირას ოდენობის ჯარიმა გავრცელდება.