გაერთიანებული სამეფოს სამი ავიაკომპანიის ხელმძღვანელი: იოჰან ლუნდგრენი (EasyJet), შაი ვაისი (Virgin Atlantic) და ალექს კრუზი (British Airways-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი) განმარტავს, რომ ტექნოლოგიების გაუმართაობა და მონაცემთა ბაზებში დაფიქსირებული ხარვეზები უარყოფითად აისახება მგზავრებზე და ხელს უშლის ავიაკომპანიებს მათი ფინანსური პოტენციალის რეალიზებაში. იმავდროულად, ტექნიკური გიგანტების მიერ სატრანსპორტო ინდუსტრიაში შეჭრა გადამზიდავებში დიდ შეშფოთებას არ იწვევს.
ბოლო პროფესიული ღონისძიების დროს ლონდონში, Microsoft-ის ტურიზმისა და ტრანსპორტირების ბიზნესის განვითარების დირექტორმა ჯული შეინოკმა განაცხადა, რომ კომპანიის შეფასებით, ავიაკომპანიები იყენებენ მონაცემების არაუმეტეს 40%-ს, რომელზეც მათ წვდომა აქვთ. სწორედ ამ ვარაუდმა გამოიწვია კრუზის, ლუნდგრენისა და ვაისის შესაბამისი რეაქცია.
კერძოდ, კრუზმა მიანიშნა, რომ ეს მაჩვენებელი სავარაუდოდ 10%-ს უახლოვდება. მას მაშინვე მხარი დაუჭირა ვაისმა. ლუნდგრენი დათანხმდა, რომ რეალური მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე გაცხადდა.
მისი თქმით, ყოველი ორმხრივი მოგზაურობა ქმნის დაახლოებით ერთ მილიარდ მონაცემთა პუნქტს. “კარგი იქნება, თუ გამოვიყენებთ 30-40%-ს, ეს დიდი შესაძლებლობაა”, – თქვა მან.