თურქულ ავიაკომპანიებს მსოფლიოში მარშრუტების ყველაზე ფართო ქსელი აქვთ, რომლებიც ფრენებს 128 ქვეყნის 335 მიმართულებით ასრულებენ.

ქვეყანა 2002 წლიდან დასახული მიზნისკენ გახდეს “მსოფლიოს სატრანზიტო ცენტრი“.თავდაჯერებულად მიიწევს.

სამოქალაქო ავიაციაში ინვესტიციების წყალობით, თურქეთმა მსოფლიოში საშუალოზე მაღალი ზრდა აჩვენა. მგზავრთნაკადის მიხედვით თურქეთმა 2020 წელს მსოფლიოში მე-7 ადგილი დაიკავა, ხოლო ევროპულ ქვეყნებს შორის მე-2 ადგილი. 

თუ 2003 წელს თურქეთიდან ფრენა მსოფლიოს 50 ქვეყანაში 60 მიმართულებით ხორციელდებოდა, წელს ეს მაჩვენებელი 128 ქვეყნამდე და 335 მიმართულებამდეა გაზრდილი.

დღეს კი თურქეთი “მსოფლიოში ყველაზე ფართო საჰაერო ქსელის” მქონე ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი აეროპორტმა “სტამბოლმა” შეიტანა.

მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მწვანე აეროპორტი 2018 წლის 29 ოქტომბერს ამოქმედდა. გასულ წელს კი აეროპორტმა “სტამბოლმა” ევროპულ რეიტინგში მგზავრთნაკადის მიხედვით პირველი ადგილი დაიკავა.