აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარას “ტურიზმის ელჩი” 4-5 ქვეყანაში ეყოლება.
როგორც bm.ge-ის რიჟვაძემ განუცხადა, კონცეფცია უკვე მზად არის.
მისი თქმით, “ტურიზმის ელჩი” რეგიონს მარკეტინგული თუ სხვა ტიპის აქტივობების განხორციელებაში დაეხმარება, რათა აჭარის შესახებ ინფორმაცია მეტ ადამიანს ჰქონდეს.
რიჟვაძემ ტურიზმის შესაძლო ელჩების ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა, მაგრამ აღნიშნა, რომ რამდენიმე ძალიან ცნობილ პიროვნებასთან აქვთ მოლაპარაკებები.
“ტურიზმის ელჩთან დაკავშირებით ძირითადი კონცეფცია უკვე გვაქვს და რამდენიმე ძალიან ცნობილ პიროვნებასთან გვაქვს მოლაპარაკება. გვინდა, რომ საზოგადოებისთვის ამ კუთხითაც სიახლეები ძალიან მალე გახდეს ცნობილი. ჩვენ ვაპირებთ, ცენტრალურ მთავრობასთან ერთად მალე ჩამოვყალიბდეთ საბოლოო კონცეფციაზე და ბუნებრივია, წარგიდგინოთ თქვენ – მედიას. ჩვენ პირველ ეტაპზე 4-5 ქვეყნით დავიწყებთ, სადაც ტურიზმის ელჩები გვეყოლება და შედეგებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ვიმსჯელებთ გეოგრაფიული არეალის შემდეგ გაფართოებაზე“, – აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.