ევროპის უმსხვილესი “ლოუკოსტერი” Ryanair-ი ბოლო 4 წყლის განმავლობაში ყველაზე მცირე შემოსავლის შესახებ აცხადებს. ავიაკომპანიაში დაბალ შემოსავლებს “დამღლელი სატარიფო ომებით” ხსნიან.

ფინანსური წლის ბოლოს, რომელიც 31 მარტს დასრულდა, Ryanair-ის მოგება 1.45 მლრდ ევროდან 1.02 მლრდ ევრომდე ჩამოვიდა.

იმავდროულად Ryanair-ის აქციათა ღირებულება 6%-ით დაეცა და თითო აქციაზე 10.24 ევრო შეადგინა. ეს იმ ფონზე, როდესაც 2017 წლის აგვისტოში Ryanair-ის თითო აქცია 19.39 ევროდ ივაჭრებოდა.