ექსპერტებმა დაასახელეს ნივთები, რომელიც ავიამგზავრებმა ფრენისას თან უნდა იქონიონ. რაც თავის მხრივ მათ მოგზაურობის დროს სტრესისგან თავის დაღწევაში დაეხმარება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Daily Star-ი ავრცელებს.

ბრიტანელი მოგზაურობის სპეციალისტები აცხადებენ, რომ ბევრი ავიაკომპანიის ჩახლართული საბარგო პოლიტიკა, ხელბარგთან დაკავშირებით ხშირად სტრესს იწვევს.

თუმცა არსებობს ერთი რამ, რაც ფრენის დროს ნერვული აშლილობისგან გიხსნით. საუბარია ჩვეულებრივ ზურგჩანთაზე. ექსპერტების მოსაზრებით ზურგჩანთით გადაადგილება მეტად მარტივი, კომფორტული და რაც მთავარია, ასეთი ტიპის ჩანთა მოგზაურობაში მეტად მოქნილი და ხელსაყრელია.

კემპინგური ატრიბუტიკის მიმწოდებელი კომპანია კომპანია Outdoor World Direct-ის წარმომადგენელი დევიდ სკოტლანდი აცხადებს, რომ ზოგიერთი ავიაკომპანია მგზავრს აიძულებს, რომ პატარა ჩემოდანი ბარში ჩააბაროს, იმიტომ რომ მისი ზომა მცირედით სცდება კომპანიის მიერ დაწესებულ ნორმებს. ეს კი ნიშნავს, რომ ჩაფრენის შემდეგ მგზავრს ბარგისთვის ლოდინი მოუწევს, რაც შეიძლება მას გათვლილი არ ქონდეს. დიდი ალბათობით მგზავრი ყურადღებას არ მიიქცევს თუ კი მას ზურგჩანთა ექნება. ხელბარგად ზურგჩანთის გამოყენება ნიშნავს იმას, რომ მას დიდი ალბათობით არ მოსთხოვენ მის ჩაბარებას.

ექსპერტები მგზავრებს რეკომენდაციას აძლევენ ასევე, რომ თან იქონიონ ქურთუკი დიდი ჯიბეებით, სადაც სხვადასხვა ნივთების ჩადება იქნება შესაძლებელი.

არსებობს ექსპერტების მიერ შედგენილი TOP-10 ნივთების ნუსხა, რომელიც ყოველთვის თან უნდა გქონდეთ ბორტზე. ესაა დოკუმენტები, ძვირფასეულობა, ფული, საბანკო ბარათები. ამ ნივთების თან ქონით თავიდან აიცილებთ სხვადასხვა გართულებებს, რაც შეიძლება ბარგის დაგვიანებას ან ქურდობას ახლდეს თან. ასევე, თვითმფრინავში აიტანეთ ყველა საჭირო წამალი, ტელეფონი, კისრის ბალიში ან ჩვეულებრივი გასაბერი პატარა ბალიში, სველი ხელსახოცი, კბილის პასტა და ჯაგრისი და ასევე თბილი სამოსი.