Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია მე-15 იუბილეს ზეიმობს. ამ 15 წლის განმავლობაში ავიაკომპანიამ სხვადასხვა მიმართულებით 200 მილიონი მგზავრი გადაიყვანა.
Wizz Air-ის პირველი ავიარეისი 2004 წლის 19 მაისს კატოვიცედან ლონდონის მიმართულებით განხორციელდა. მას შემდეგ, კომპანიის საჰაერო ფლოტი 112 ეარბასითაა წარმოდგენილი და მალე უახლესი A321neo, Pratt & Whitney ინჟინერიით აწყობილი თვითმფრინავები შეემატება, რომლებსაც 239 ადგილი, დიდი სივრცე, საწვავის დამზოგავი და გარემოსთვის უვნებელი ძრავი აქვს. შესაბამისად, დაბალი ფასის შენარჩუნებასთან ერთად, ეს თვითმფრინავები საშუალებას მოგვცემს მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ გარემოს.
უკანასკნელი თორმეტი თვის განმავლობაში, Wizz Air-ს ბევრი რამ აქვს საამაყო: WIZZ Air პირველია ავსტრიის საჰაერო სივრცეში ვენის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირებით; დაარსდა Wizz Air UK, დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული ავიაკომპანია, რომლის საჰაერო ფლოტი მალე აღიჭურვება თერთმეტი ახალი Airbus A320 და A321 თვითმფრინავით; WIZZ Air მიიღო მე-100 თვითმფრინავი საჰაერო ფლოტში, რომელიც სპეციალურად ჩვენთვისაა შექმნილი; გაიხსნა სასწავლო ცენტრი ბუდაპეშტში, 300 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციით; გაიხსნა და დაიწყო ავიარეისები პოლონეთის უახლეს ბაზაზე კრაკოვში, ასევე შევიძინეთ ორი ომავალი თაობის Airbus A321neo თვითმფრინავი WIZZ-ის საჰაერო ფლოტის კიდევ უფრო სწრაფად გაფართოებისთვის.15 წლის განმავლობაში Wizz Air-მა 200 მილიონი მგზავრის ნდობა და ლოიალობა მოიპოვა. 2015 წლის ოქტომბერში ჩვენ მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ 100 მილიონს მიაღწია და ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ეს რაოდენობა გაორმაგდა. ამ მოვლენის აღსანიშნავად, მგზავრები, რომლებიც კიევიდან პოლონეთში მოფრინავდნენ, კატოვიცეს აეროპორტის მენეჯმენტისგან სადღესასწაულო დახვედრითა და 200 ევროს ღირებულების ვაუჩერებით დასაჩუქრდნენ.“პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის 2004 წელს ჩვენ პირველი ავიარეისი განვახორციელეთ და 15 წლის შემდეგ დღეს, 44 ქვეყნის მასშტაბით 146 აეროპორტს შორის სულ 200 მილიონი მგზავრი გადავიყვანეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მიღწევა ჩვენი ხალხის ყველაზე დიდი დამსახურებაა, ასევე არსებობს რამდენიმე ძირითადი ელემენტი, რომლებიც WIZZ Air-ს დაეხმარა ევროპაში ამ სტრატეგიული პოზიციისთვის მიეღწია. განსაკუთრებული ULCC ბიზნეს მოდელის წყალობით, ჩვენ ნამდვილად გვაქვს ყველაზე დაბალი ფასები, ჩვენი ბაზრის ლიდერობა და ცენტალურ და აღმოსავლეთ ევროპაზე კონცენტრაცია დიდ უპირატესობას გვაძლევს კონკურენტებთან შედარებით. 250 A321neo თვითმფრინავი, უკიდურესად ძვირფასი აქტივია WIZZ Air-ისთვის, რომელიც გთავაზობთ ყველაზე დაბალ ფასს ერთეულზე, გარემოსდაცვით უზრუნველყოფას, ხმაურის შემცირებას და NOX ნაკადს. საბოლოოდ, ჩვენი კულტურულად მრავალფეროვანი ორგანიზაცია და ლიდერი გუნდი, რომელსაც 50-ზე მეტი ეროვნების წარმომადგენელი წარმოადგენს, ჩვენს ნამდვილად გლობალურ ხედვას ასახავს. მადლობას ვუხდი ჩვენს მგზავრებს, პარტნიორებს და რა თქმა უნდა WIZZ Air-ის გუნდს ნდობისა და მხარდაჭერისათვის და ამ 15 წლის განმავლობაში ჩვენს გვერდით დგომისთვის. შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ჩვენ კიდევ უფრო საინტერესო 15 წელი გვაქვს წინ“, განაცხადა Wizz Air-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯოზეფ ვარადიმ.