აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ ევროპისთვის საჰაერო სივრცე ჩაეკეტა, ევროპულ ავიაკომპანიებს მორიგი დარტყმა მიაყენა. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება აზარალებს როგორც ევროპულ ისე თავად ამერიკულ ავიაკომპანიებსაც. აღნიშნული აკრძალვა მხოლოდ მცირედით იმოქმედებს აზიურ ავიაკომპანიებზე. 

ტრამპის მიერ დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, ევროპაში ჩასული აშშ-ს მოქალაქეები სამშობლოში დასაბრუნებლად გზებს ეძებენ. აშშ-ს პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ ავიაბილეთების ფასები “გაფრინდა”. გაძვირება ძირითადად ევროპიდან აშშ-ს მიმართულებით რეისებს შეეხო. 

მაგალითისთვის United Airlines-ის პარიზი-ნიუ იორკის რეისზე ავიაბილეთის ფასი $2400-დან $5700-მდეა. American Airlines-ის იმავე რეისზე კი $2 000-დან $7 300-მდე. ავიაკომპანია Delta-ს მეშვეობით კი ევროპიდან აშშ-ში დაბრუნება მგზავრს $2200-დან $5900-მდე დაუჯდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ Delta-მ ევროპაში ფრენებზე უარი უკვე თქვა. მალე ანალოგიურ განცხადებას გააკეთებენ ბაზრის სხვა მოთამაშეებიც.

ახალი ტიპის კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებათან დაკავშირებით, აშშ-ს პრეზიდენტმა, მოსახლეობას მიმართა და საკუთარი გადაწყვეტილება აუწყა. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, პარასკევს ღამის 12 საათიდან, აშშ ევროპიდან რეისების და ტვირთის მიღებას 30 დღის ვადით წყვეტს.