ავიაკომპანია Myway Airlines-ი თბილისი-თელ-ავივი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ავიამიმოსვლას, დროებით აჩერებს. კომპანიაში აღნიშნულ გადაწყვეტილებას მსოფლიოში შექმნილი ეპიდსიტუაციასა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებით პანდემიის გამოცხადებას უკავშირებენ.

თელ ავივის მიმართულებით Myway Airlines-ი რეგულარულ რეისებს 15 მარტიდან აჩერებს, ხოლო განახლებას 5 აპრილიდან გეგმავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ Myway Airlines-თვის თელ ავივი ერთადერთი მიმართულება იყო, სადაც ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებს ასრულებდა. შესაბამისად, 5 აპრილამდე ავიაკომპანია რეგულარულ ავიარეისებს აღარ განახორციელებს. ავიაგადამზიდავმა თბილისი-თელ ავივი-თბილისის საჰაერო ხაზზე ოპერირება 2018 წლიდან დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში შესვლის მსურველს სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევს. ამ ფონზე კი ისრაელურმა ავიაკომპანიებმა საერთაშორისო ავიარეისები, დროებით, გააჩერეს. შესაბამისად ოპერირება შეაჩერეს საქართველოს მიმართულებითაც.