აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა 100 რუსული თვითმფრინავის ტექნიკური მომსახურება და მათი საწვავის შევსებაც კი აკრძალა. შეზღუდვები ვრცელდება მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე, მათ შორის რუსეთზე.

შავ სიაში მოხვდა ასევე რუსი ოლიგარქის რომან აბრამოვიჩის ბიზნესჯეტი, ავიაკომპანია Aeroflot-ის 33 თვითმფრინავი, Azur Air-ის 13 საჰაერო ხომალდი, ასევე Nordwind-ის 14 თვითმფრინავი, Utair-ის და  AirBridgeCargo-ს 12-12 თვითმფრინავი და ასევე Aviastar-TU-ს 5 თვითმფრინავი.

იმ შემთხვევაში, თუ კი რომელიმე კომპანია აღნიშნულ საჰაერო ხომალდებს მოემსახურება და ჩაუსხამს საწვავს, შეაკეთებს, უზრუნველყოფს სათადარიგო ნაწილებით და გაუწევს ნებისმიერ მას აშშ-ს სანქციები დაემუქრება. ეს შეიძლება მოიცავდეს პატიმრობას, ჯარიმას, ექსპორტის პრივილეგიების დაკარგვას და სხვა შეზღუდვებს.

აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტი იმედოვნებს, რომ ახალი შეზღუდვები ხელს შეუშლის შავ სიაში შემავალი ავიაკომპანიების საერთაშორისო ფრენებს.