საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოპულარული ბრიტანული ციფრული გზამკვლევის „Bradt Travel Magazine“-ის ფოტორეპორტიორს მასპინძლობს.
პრეს-ტურის ფარგლებში გამოცემის წარმომადგენელი ჯულიან ელიოტი თბილისს, მცხეთას, უფლისციხეს, ქუთაისს, ენგურჰესს, მესტიას, უშგულს, მარტვილის კათედრალსა და მარტვილის კანიონს დაათვალიერებს. 9 დღიანი ტურის ფარგლებში ფოტორეპორტიორი საქართველოს ტურისტულ ადგილებს გადაიღებს და ბრიტანული ციფრული გზამკვლევისთვის ფოტო-რეპორტაჟს მოამზადებს, სადაც ქართული კულტურა, ქალაქები, სამთო კურორტები, სათავგადასავლო ტურისტული მიმართულება, ბუნება და სამზარეულო იქნება აღბეჭდილი.
პრეს-ტურის მიზანი დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვა და ქვეყნის ცნობადობის გაზრდაა.
ციფრულ გზამკვლევს „Bradt Travel Magazine“ ყოველთვიურად 30 ათასზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ონლაინ გამოცემას ვებ-გვერდზე თვეში 120 ათასი მკითხველი სტუმრობს.

“პროფესიონალი ფოტოგტაფი ვარ, წარმოშობით ბრიტანელი მაგრამ საფრანგეთში ვცხოვრობ , ჩამოვედი საქართველოში რომ გადავიღო. ჩემთვის საინტერესოა ეს რეგიონი, რადგან მასზე ბევრი რამ წავიკითხე. მგონია რომ ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს არ აქვს ნანახი და დარწმუნებული ვარ, ჩემი ფოტოების ნახვის შემდეგ, ბევრს გაუჩდება სურვილი მოინახულოს საქართველო. ჩემს მიერ გადაღებულ ფოტოებს გამოაქვეყნებს ბრიტანული ჟურნალები და ბრიტანული გზამკვლევები, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ფოტოებს აქვეყნებს. სავნეთის რეგიონს და მთლიანად საქართველოს კიდევ უფრო მეტ პოპულარობას მოვუტან და მივაწვდი ადამიანებს ინფორმაციას ამ ულამაზესი მხარის შესახებ” – ჯულიან ელიოტი – ფოტორეპორტიორი