რუსი დამპყრობლების მიერ მსოფლიოში ყველაზე დიდი სატრანსპორტო თვითმფრინავის – უკრაინული წარმებუს An-225 Mriya-ს განადგურების ნაწილობრივი კომპენსაციის სახით, უკრაინას შეუძლია “ვოლგა-დნეპრის” კომპანიის სულ მცირე ოთხ An-124 Ruslan-ი ჩამოართვას, რომლებიც ახლა კანადის და გერმანიის აეროპორტებში დგანან. ამის შესახებ Mriya-ს კაპიტანმა დიმიტრი ანტონოვმა თავის Youtube არხზე განაცხადა.

კერძოდ, მან დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კანადაში “ვოლგა-დნეპრის” კუთვნილი ერთი An-124 დააკავეს. ანტონოვის თქმით, თვითმფრინავი RA-82078 დააკავეს ტორონტოს აეროპორტში. საჰაერო ხომალდი იქ 26 თებერვალს დაეშვა, მეორე დღეს კი მისი დაკავების ინიციატივით უკრაინული დიასპორა გამოვიდა და Antonov-ის სახელმწიფო საწარმოს დახმარება სთხოვა. Mriya-ს კაპიტნის თქმით, სამწუხაროდ, Antonov-ის არავითარი რეაქცია არ მოუხდენია შექმნილ ვითარებაზე და პროცესს კანადელი მოხალისეები აგრძელებენ.

“26 თებერვალს მე და კიდევ რამდენიმე ადამიანი გამოვედით ინიციატივით, რომ ლაიფციგში უკრაინის საინიციატივო ჯგუფის მხარდაჭერა იყო საჭირო ამ თვითმფრინავის დასაკავებლად. თვითმფრინავი 26-ში დააკავეს და სასამართლო პროცესი დაიწყო“, – განაცხადა მან.

დიმიტრი ანტონოვის თქმით, აღნიშნული თვითმფრინავის უკრაინის სახელმწიფო საწარმო Antonov-თვის გადაცემის გამართლება შეიძლება იყოს ის ფაქტი, რომ 2014 წლიდან, როცა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა ავიაციის სფეროში მთლიანად გაწყდა, “An-124 თვითმფრინავი აგრძელებდა ფრენას მთელს მსოფლიოში”.

რაც შეეხება ლაიფციგს, დაკავებული თვითმფრინავის გარდა, ამ აეროპორტში არის კიდევ ორი ​​An-124  ძრავის გარეშე. დიმიტრი ანტონოვი თვლის, რომ ეს თვითმფრინავები ასევე უნდა გაუსხვისდეს რუსულ გადამზიდველს. მან უკვე მიმართა “უკრობორონპრომს” თხოვნით, რომ ამ სახელმწიფო საწარმომ გერმანიაში ამ თვითმფრინავების დაკავების პროცესი დაიწყოს.

”ეს თვითმფრინავები, თუნდაც მცირე კომპენსაცია ჩვენი ყველაზე დიდი თვითმფრინავისთვის, რომელიც “რაშისტებმა” გაანადგურეს გოსტომელში. ეს საშუალებას მოგვცემს მივიღოთ სულ მცირე მორალური კმაყოფილება”, – შეაჯამა დიმიტრი ანტონოვმა.