შიმკენტის აეროპორტი 1 აპრილიდან 3 მაისამდე 10:30 საათიდან 18:30 საათამდე არ იმუშავებს. ამ დროისთვის ასაფრენი ბილიკი შეკეთდება, იუწყება BaigeNews.kz.

ავიაკომპანია Scat-მა Instagram-ის საკუთარ გვერდზე აეროპორტის მუშაობაზე შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია განათავსა.

ფრენების განრიგში ცვლილებების გამო, მგზავრებს ურჩიეს ფრენის სტატუსის შემოწმება ავიაკომპანიის ცხელი ხაზის მეშვეობით, მობილური აპლიკაციებითა და აეროპორტის სერვისებით გადანხორციელონ..

“სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე მიმდინარეობს აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე. გზის შეკეთების გამო, მგზავრები აეროპორტში დროულად უნდა გამოცხადდნენ და გადატვირთულობის თავიდან ასაცილებლად, მანქანები დატოვონ ახალი ტერმინალის ავტოსადგომზე”, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.