ლატვიური ავიაკომპანია airBaltic-ი არის ევროპაში პირველი ავიაკომპანია, რომელმაც თავის ბორტზე  Starlink-ის სატელიტური ინტერნეტი გამოცადა.
რიგის აეროპორტში ტექნიკა ადგილზე შემოწმდა. Airbus A220-300-ის მთელი სალონი აივსო airBaltic-ისა და Starlink-ის ორმოცდაათამდე თანამშრომლებით, რომლებიც ინტერნეტ სიძლიერეს ამოწმებდნენ.
airBaltic-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარტინ გაუსმა თქვა, რომ პირველმა ტესტირებამ კარგი შედეგი მოიტანა.
ავიაკომპანია და სერვისის მიმწოდებელი ახლა მუშაობენ დამატებითი სერტიფიკატის მიღებაზე, რათა airBaltic ფლოტი Starlink ინტერნეტით იქნეს უზრუნველყოფილი. Starlink თვითმფრინავში ასვლის შემდეგ მგზავრებს ინტერნეტში წვდომის საშუალებას მისცემს და მუშაობს როგორც ადგილზე, ისე ცაში.
ლატვიური ავიაკომპანია აცხადებს, რომ ინტერნეტით წვდომა უფასო იქნება ყველა მგზავრისთვის.
airBaltic გეგმავს თავისი პირველი თვითმფრინავის Starlink-ის მიმღებებით აღჭურვას 2024 წლის ბოლომდე. ავიაკომპანია თავდაპირველად ამ პროცესის დაწყებას 2023 წელს ელოდა, მაგრამ სერტიფიცირების დაგვიანების გამო ვადა გადადო.
ყოველი თვითმფრინავი Starlink ანტენით იღებს 500 მეგაბიტი/წმ სიჩქარის ინტერნეტს, აცხადებს airBaltic. თუ airBaltic-ის Airbus A220-300-ის ბორტზე მყოფი 145 მგზავრი ერთდროულად შეუერთდება ქსელს, თითოეული მათგანი მიიღებს 3,4 მეგაბიტი/წმ ინტერნეტს. ეს საკმარისია სოციალური ქსელების, ახალი ამბების საიტების გასახსნელად ან სტრიმინგის ვიდეოების საყურებლად.
წამყვანი ავიაკომპანიებიდან ამერიკული Hawaiian Airlines-ი უკვე იყენებს Starlink-ის გადაწყვეტას თვითმფრინავებზე. მან უკვე აღჭურვა რამდენიმე Airbus A321neo თვითმფრინავი სატელიტური თეფშებით და 2024 წლის ბოლოსთვის გეგმავს Starlink-ის გაშვებას ყველა A321neo-სა და A330 თვითმფრინავზე. Hawaiian Airlines-ი ამ სერვისს ყველა მგზავრს უფასოდ უწევს.