დაახლოებით 120 მგზავრი, რომელიც ჰელსინკიდან რიგაში მიფრინავდა ლატვიის ეროვნული ავიაკომპანია airBaltic-ის BT308 რეისით, უსიამოვნო ვითარებაში მოყვა, ამის შესახებ ფინურ მედია Ilta-Sanomat-ზე დაყრდნობით პორტალი LSM.lv იუწყება.

ირკვევა, რომ აფრენიდან მალევე, airBaltic-ის Airbus A220-300-ის სალონში ჟანგბადის ნიღბები ჩამოეშვა.

”ფრენის დროს, წნევის და კლიმატის კონტროლის სისტემამ სალონში წნევის არასტანდარტული ჩვენებების შესახებ საკონტროლო განყოფილების მცდარ სიგნალს უპასუხა. შედეგად, სალონის ჭერში ჩაშენებული ჟანგბადის ნიღბების პანელები გაიხსნა, რაც მათ ამოვარდნის საშუალებას აძლევს“, – თქვა airBaltic-ის წარმომადგენელმა ავგუსტ ზილბერტსმა.

ფინური მედიის ცნობით, ბორტზე დაბნეულობა იყო როგორც მგზავრებს, ასევე ეკიპაჟის წევრებს შორის.  მგზავრებმა განაცხადეს, რომ დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში მათ არ ესმოდათ რა ხდებოდა.

”ეკიპაჟმა გვითხრა, რომ ჩვენ უსაფრთხოდ ვიყავით და რომ ნიღბების ამოღება შეიძლებოდა,” – ციტირებს მედია მგზავრს, რომელმაც ანონიმურად დარჩენა სთხოვა. ქალმა ასევე განაცხადა, რომ ნიღბები მათ თავზე ეკიდა მთელი ფრენის განმავლობაში.

„პირველადი შემოწმებისას დაფიქსირდა, რომ სალონში წნევის შენარჩუნების სისტემა იდეალურ წესრიგში იყო. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც airBaltic-მა მსგავსი სიტუაცია განიცადა. არ არსებობს ინფორმაცია, რომ სხვა ავიაკომპანიებს მსგავსი ინციდენტი შეექმნათ“, – თქვა ზილბერტსმა.

ფრენა ხუთწლიანი A220-300 თვითმფრინავით განხორციელდა. airBaltic-ს ფლოტში მსგავსი 47 თვითმფრინავი ჰყავს.